„გეომეტრიის მნიშვნელობა არქიტექტურაში“ - ქვედა საზანოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს
01-02-2022
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საზანოს N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეები კომპლექსურ დავალებებს აქტიურად ასრულებენ. 

ამჯერად, დავალება მათემატიკაში Vll კლასის მოსწავლეებმა შეასრულეს. მათ პედაგოგ ინგა მემანიშვილის ხელმძღვანელობით, არქიტექტურაში გეომეტრიის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. 

აღნიშნულ აქტივობაში მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.

„დავალება ეხმიანებოდა სასკოლო პროექტს „რა განძი გვქონია“. კომპლექსური დავალების თემა იყო - „გეომეტრიის მნიშვნელობა არქიტექტურაში“. მოსწავლეებმა გაიხსენეს ძველი და ახალი ძეგლები, შენობა-ნაგებობები ჩვენი სოფლის ტერიტორიაზე და წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203