ახალშენის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი დუმბაძემ izrune.ge-ს ოქროს დიპლომი მოიპოვა
01-02-2022

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის N1 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლე გიორგი დუმბაძემ izrune.ge-ს იანვრის შემაჯამებელი ტესტი წარმატებით გაიარა და ოქროს დიპლომი მოიპოვა. 

30 იანვრის შემაჯამებელ ტესტში მონაწილეობა უამრავმა სწავლის მოყვარულმა მოსწავლემ მიიღო. მათ მშობლებს თავისი მონდომებით და წარმატებით გული გაუხარეს.

აღსანიშნავია, რომ ახალშენის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.

მოსწავლეები izrune.ge-ს შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203