კოჩიოს საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებმა ჯანსაღი კვების შესახებ საინტერესო პრეზენტაცია მოამზადეს
01-02-2022
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოჩიოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ.
მოსწავლეები ხშირად ასრულებენ სხვადასხვა საგანმანათლებლო და შემოქმედებით აქტივობას.
ამჯერად, სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებმა ჯანმრთელი კვებისა და ბუნებრივი საკვების შესახებ პრეზენტაცია მოამზადეს. მეთერთმეტეკლასელებმა თემის ირგვლივ დეტალური ინფორმაცია მოიძიეს, გუნდურად იმუშავეს და საკითხთან დაკავშირებით სხვებსაც ამომწურავი ინფორმაცია გააცნეს.
აღნიშნულ აქტივობაში მოსწავლეები დიდი ინტერესით, მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს