
ალექსანდრე ონიანის სახელობის ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟახუნდერის საჯარო სკოლის პედაგოგ დარეჯან ნიჟარაძეს უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა.
სკოლის დირექცია პედაგოგს კარიერულ წინსვლას ულოცავს.
„ალექსანდრე ონიანის სახელობის ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟახუნდერის საჯარო სკოლის დირექცია/ ადმინისტრაცია ულოცავს ამავე სკოლის ღირსეულ პედაგოგს დარეჯან ნიჟარაძეს სტატუსის ამაღლებას. წარმატებები „უფროსო მასწავლებელო“,-ნათქვამია მისალოც წერილში.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. პედაგოგს სქემა საშუალებას აძლევს, სტატუსი აიმაღლოს და უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.