ამერიკული საერთაშორისო სკოლა-კოლეჯი „პროგრესი“ ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით გლობალურ აქციას შეუერთდა
01-02-2022

27 იანვარს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ამერიკული საერთაშორისო სკოლა-კოლეჯი „პროგრესის“ მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგეს და შეუერთდნენ გლობალურ აქციას - #neveragain #weremember.

„27 იანვარს, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღეა. ისინი ვინც გმობენ ძალადობას, 6000000 ებრაელის საპატივცემულოდ ერთვებიან აქციაში წარწერით #neveragain #weremember . ჩვენი სკოლაც, მოსწავლეები და მასწავლებლები შეუერთდნენ აღნიშნულ აქციას!“,- აღნიშნულია სკოლის სოციალური ქსელის გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. 

აღსანიშნავია, რომ ჰოლოკოსტის შედეგად მიღებული ადამიანური მსხვერპლის ზუსტი რაოდენობა უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ ჰოლოკოსტს 6 000 000 ებრაელი შეეწირა.

2005 წლის 21 ნოემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ კენჭისყრის გარეშე დაამტკიცა #60/7 რეზოლუცია, რომელიც არ აღიარებს ჰოლოკოსტის, როგორც ისტორიული მოვლენის სრულ ან ნაწილობრივ უარყოფას. ამავე რეზოლუციით დაწესდა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203