ჭიათურის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - თამაზ კობახიძემ და ბარბარე კაპანაძემ izrune.ge-ს ოქროს დიპლომები მოიპოვეს
31-01-2022

ჭიათურის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.

მოსწავლეები izrune.ge-ს შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.

ამჯერად, მე-2 კლასის მოსწავლეებმა - თამაზ კობახიძემ და ბარბარე კაპანაძემ izrune.ge-ს იანვრის შემაჯამებელი ტესტი წარმატებით გაიარეს და ოქროს დიპლომები დაიმსახურეს. 

აღსანიშნავია, რომ 30 იანვრის შემაჯამებელ ტესტში მონაწილეობა უამრავმა სწავლის მოყვარულმა მოსწავლემ მიიღო. მათ მშობლებს თავისი მონდომებით და წარმატებით გული გაუხარეს.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203