ჩხარის N2 საჯარო სკოლის პედაგოგებმა სპორტულ პროექტში ჩართულ თერჯოლის გოგონათა გუნდს ვარჯიში ჩაუტარეს
31-01-2022
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხარის N2 საჯარო სკოლის პედაგოგებმა - დიმა არეშიძემ და შორენა ტაბატაძემ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, უეფასა და დისნეის ახალ პროექტ playmakers-ში ჩართულ თერჯოლის გოგონათა გუნდს ვარჯიში ჩაუტარეს.

აღნიშნული პროექტის მიზანი საქართველოში ქალთა ფეხბურთის პოპულარიზაციაა, ვარჯიშები „დისნეის“ ანიმაციების თემატიკითაა შედგენილი და მოსწავლეთა გააქტიურებას ისახავს მიზნად.

„პატარებს პირველი ვარჯიში ჩაუტარდათ. მომავალი პატარა ფეხბურთელები ფორმებით, ბურთებით და ვარჯიშისთვის საჭირო რესურსებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უზრუნველყო. სესიას უძღვებოდნენ ჩხარის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები - დიმა არეშიძე და შორენა ტაბატაძე. 
პროექტ ,,ფლეიმეიკერსის“ ვარჯიშები დისნეის ანიმაციების თემატიკითაა შედგენილი და სახალისო აქტივობების დახმარებით გოგონების ფეხბურთში ჩართვას ისახავს მიზნად. პროექტი საქართველოს მასშტაბით 30 ლოკაციას მოიცავს. ფეხბურთის ფედერაციამ პედაგოგები სპეციალური პროგრამით გადაამზადა“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ვიდეოები და ფოტოები:







 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203