„ცოცხალი ბუნება“ - დიდი დმანისის საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
31-01-2022

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი დმანისის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა ბუნების გაკვეთილზე საინტერესო პროექტზე იმუშავეს. 

პროექტის სახელწოდება „ცოცხალი ბუნება“ იყო და იგი მოსწავლეებმა ნია წილოსანმა და ბარბარე გავაკეთაშვილმა წარადგინეს. 

მეოთხეკლასელებმა ცოცხალი ბუნებისა და ცხოველების შესახებ ისაუბრეს. მათ სურათების დახმარებით, ცხოველთა სხვადასხვა სახეობა თვალსაჩინოდ წარმოაჩინეს. 

აღნიშნულ აქტივობაში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები, ცოდნა და უნარები წარმოაჩინეს. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203