ერკეთის საჯარო სკოლაში დავით აღმაშენებლის ხსენების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა
31-01-2022

26 იანვარს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ​ ერკეთის საჯარო სკოლაში დავით აღმაშენებლის ხსენების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.

ისტორიის პედაგოგმა, ალექსანდრე ცინცაძემ მიმოიხილა დავითის მეფობის ხანა, ისაუბრა მის მიერ გატარებულ სახელმწიფო და საეკლესიო რეფორმებზე. აღმაშენებლის უდიდეს ღვაწლზე ქართველი ერის წინაშე.

ბავშვებმა წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს პატრიოტული სიმღერები. მოეწყო ვიქტორინა ისტორიაში : „დიდგორის დიდი გული აქვს ქართველს“.

„ღონისძიებამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების განმტკიცებას, მიაწოდა ინფორმაცია გმირული ისტორიული წარსულის შესახებ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203