დიდი დმანისის საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეებმა ბუნების გაკვეთილზე საინტერესო კომპლექსური დავალება შეასრულეს
31-01-2022
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი დმანისის საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეებმა ბუნებაში კომპლექსური დავალება შეასრულეს. 

კომპლექსური დავალების თემა - „ჰორიზონტი, კომპასი, ჰორიზონტის მხარეების დასახელება“ იყო. მეოთხეკლასელებმა Minecraft-ში წარმოაჩინეს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ჰორიზონტის მხარეების ამოსაცნობად. 

აღსანიშნავია, რომ ამ აქტივობაში მოსწავლეები დიდი ხალისითა და მონდომებით ჩაერთნენ.

„მოსწავლეებმა Minecraft-ის როგრამაში ხაზგასმით წარმოაჩინეს, როგორ შეუძლიათ ჰორიზონტის მხარეების ამოცნობა და გამოყენება მიმართულების დასადგენად. ასევე, როგორ ახდენენ სივრცეში ორიენტირებას, როგორ ადგენენ სხვადასხვა  გეოგრაფიულ ობიექტებს შორის ურთიერთმიმართებას“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:




 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203