„თამაშის გამოყენებით ილუსტრაციების შექმნას ვსწავლობთ“- დიდი დმანისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს
31-01-2022
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი დმანისის საჯარო სკოლაში მოსწავლეები კომპლექსურ დავალებებს აქტიურად ასრულებენ.
აღსანიშნავია, რომ ამ საკითხს სკოლაში დიდი ყურადღება ეთმობა და მოსწავლეებს თავიანთი შემოქმედებითი უნარებისა და ცოდნის წარმოჩენის შესაძლებლობა აქვთ.
ამჯერად, კომპლექსური დავალება მეორე კლასის მოსწავლეებმა ბუნებაში შეასრულეს. დავალების თემა იყო - „ცხოველები და მათი ნაშიერები. მოსწავლეები პედაგოგ მაია მთვარაძის ხელმძღვანელობით, ილუსტრაციის შექმნა თამაშის გამოყენებით ისწავლეს. მეორეკლასელებმა დავალების შესრულებისას შინაურ და გარეულ ცხოველებზე ისაუბრეს და თავიანთი საყვარელი ცხოველიც დაასახელეს.
„ცხოველები და მათი ნაშიერები“- ვსწავლობთ თამაშის გამოყენებით ილუსტრაციების შექმნას“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს