სენაკის N1 საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა ჟურნალისტის როლი მოირგეს
31-01-2022
გენო ადამიას სახელობის სენაკის N1 საჯარო სკოლის მე-2გ კლსის მოსწავლეებმა ჟურნალისტების როლი მოირგეს და ინტერვიუები ჩაწერეს.
სკოლის მოსწავლეები სახალისო დავალებაში - „გახდი ჟურნალისტი“ დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. მოსწავლეებმა მათ გარემოში აღმოაჩინეს ადამიანები, რომლებიც ბევრს შრომობენ და სხვებს გააცნეს.
მათ დამრიგებლის ხელმძღვანელობით, ინტერვიუ სკოლის დირექტორთან, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელთან, „ორი ნაბიჯის“ მენეჯერთან და სენაკის საჯარო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელთან ჩაწერეს.
„სენაკის N1 საჯარო სკოლის მე-2გ კლასის მოსწავლეებმა (ხელ-ლი ი.ხუნწარია) კარგად გაართვეს თავი დაკისრებულ მოვალეობას. დავალება იყო საინტერესო, სახალისო...(ინტერვიუ პირველი საჯარო სკოლის დირექტორთან ნ.გოგელიძესთან; სენაკის რესურსცენტრის ხელ-თან დ.ზარანდიასთან; „ორ ნაბიჯის“ მენეჯერთან დ.ქარჩავასთან; სენაკის საჯარო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელთან ლ.კემულარიასთან)“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს