მარელისის საჯარო სკოლის მასწავლებელი ინგა ვეფხვაძე საინტერესო ტრენინგში მონაწილეობდა
31-01-2022

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სადგურ მარელისის საჯარო სკოლის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ინგა ვეფხვაძე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის უფლებათა ცენტრში ჩატარებულ ტრენინგში - „ბავშვის უფლებების სწავლების ხელშეწყობა სკოლებში“ მონაწილეობდა. 

ტრენინგი იმერეთის საჯარო სკოლების მასწავლებლებისთვის 26 იანვარს გაიმართა. 

ტრენინგს უძღვებოდნენ: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ნატო ქობულაძე და აკადემიური დოქტორი შორენა ტყემალაძე.

ასევე ტრენინგს ესწრებოდნენ: პედაგოგიური ფაკულტეტის დეკანი, ბავშვის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელი, მამული ბუჭუხიშვილი; პედაგოგიური ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტი, დოქტორანტი ბავშვის უფლებების მიმართულებით, მარეხი ნიკოლაძე. ბავშვის უფლებათა ცენტრის სპეციალისტი, მაია ბუჭუხიშვილი; ინფორმაციული ტექნოლოგიების დანერგვისა და სასწავლო პროცესში გამოყენების სპეციალისტი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენერ-კონსულტანტი, ნოდარ ცაგარეიშვილი.

სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგი ინგა ვეფხვაძე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს ნაყოფიერი თანამშრომლობის მადლობას უხდიან.

„ტრენინგზე განხილული ყველა საკითხი აქტუალური და სკოლებში ბავშვთა უფლებების სწავლების ხელშეწყობისათვის მნიშვნელოვანია.

ძალიან საინტერესო, პრაქტიკული მაგალითებით და საკუთარი ხედვებით გაჯერებული ტრენინგი თანამშრომლობის და სკოლებზე ზრუნვის საუკეთესო მაგალითია.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი სისტემატურად თანამშრომლობს ჩვენს სკოლებთან და მათი მხარდაჭერით სკოლაში ბევრი საინტერესო აქტივობა განხორციელდა. ვიმედოვნებთ, აღნიშნული შეხვედრაც იქნება მომავალი თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითი და უფრო აქტიურს და მიზანმიმართულს გახდის სწავლების პროცესს სკოლაში.

მადლობა უნივერსიტეტის ყველა თანამშრომელს, რომლებმაც ასეთი საჭირო მხარდაჭერა გამოხატეს სკოლებისადმი. წარმატებები მომავალ საქმიანობაში“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203