ლეციცხვაიეს საჯარო სკოლის ეკოკლუბის ორგანიზებით ვებინარი ჩატარდა​
31-01-2022

გელა ჭედიას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეციცხვაიეს საჯარო სკოლის ეკოკლუბის ორგანიზებით, 28 იანვარს, თემაზე - მოხალისეობა, ვებინარი ჩატარდა​.

შეხვედრას 2021 წლის საუკეთესო მოხალისე თაკო წურწუმია უძღვებოდა. შეხვედრას ესწრებოდნენ მეგობარი  სკოლების - სოფელ სერგიეთის და სოფელ ხუნწის საჯარო სკოლების ეკოკლუბის წევრები.

თაკო წურწუმიამ შეხვედრის ფარგლებში განიხილა შემდეგი საკითხები:

  • რა არის მოხალისეობა?;
  • მოხალისეობა საქართველოში;
  • მოხალისეობა პანდემიის დროს;
  • მოხალისეობის როლი გარემოსდაცვითი მიმართულებით (გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები);
  • საქართველოს კანონი მოხალისეობის შესახებ;
  • ევროპის სოლიდარობის კორპუსი (მოხალისეობა საზღვარგარეთ);

ასევე მან მონაწილეებს გაუზიარა გამოცდილება გარემოსდაცვითი მოხალისეობრივი კუთხით და სასარგებლო ბმულები, რომლებიც ეკოკლუბებს დაეხმარება მოხალისეობრივი მიმართულებით აქტივობების ეფექტურად  განხორციელებაში. შეხვედრის დასკვნით ნაწილში მონაწილეებმა შეასრულეს შემაჯამებელი, პრაქტიკული სავარჯიშო და გამოვლინდა გამარჯვებული მონაწილე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203