დავით კაკიაშვილის სახელობის ხაშურის N2 საჯარო სკოლას პროფესიონალიზმით გამორჩეული მასწავლებლები ჰყავს.
მათ შორის ერთ-ერთია ინგლისური ენის მასწავლებელი ქეთევან გოგალაძე, რომელიც ასევე პროექტის - „მასწავლებელთა ონლაინ საზოგადოება - საქართველო“ ფასილიტატორია.
ახლახანს, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და ბრიტანეთის საბჭოს ინიციატივით პროექტში - „მასწავლებელთა ონლაინ საზოგადოება – საქართველო“ ჩართვის მსურველებისთვის ვებინარი ჩატარდა . ქეთევან გოგალაძე ერთ-ერთია, ვინც ამ ვებინარს უძღვებოდა.
ვებინარს პედაგოგთან ერთად მასწავლებლის სახლის სტანდარტებისა და რესურსების პროგრამის ხელმძღვანელი, ნონა პოპიაშვილი და პროექტის ფასილიტატორი – მაია ტყემალაძე უძღვებოდნენ.
იხილეთ ვებინარი ბმულზე