
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალიფაურის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო გარემოს სთავაზობენ. მოსწავლეები კი საგაკვეთილო პროცესში ხალისითა და ინტერესით არიან ჩართულნი და ნიჭისა და შესაძლებლობების წარმოჩენას ცდილობენ.
ამჯერად, V კლასის მოსწავლეებმა „ჩვენი საქართველოს“ გაკვეთილზე თემაზე - „ჭიათურა ჩემი სიამაყეა“ საინტერესო აქტივობა შეასრულეს.
მოსწავლეებმა ჭიათურის დროშა და გერბი დახატეს და პედაგოგის შექებაც დაიმსახურეს.
იხილეთ ფოტოები: