დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს ვიდეორგოლი მიუძღვნეს
28-01-2022
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა, მეორე მსოფლიო ომის სისასტიკის ერთ-ერთ უმძიმეს დანაშაულს კაცობრიობის ისტორიაში, საკუთარი თანატოლების სოლიდარობასა და ხსოვნას პატივი მიაგეს.

მოსწავლეებმა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ვიდეორგოლი ჩაწერეს, სადაც ამ უდიდესი ტრაგედიის შესახებ საუბრობენ. მოსწავლეების პედაგოგი ნათია დევაძეა.

„ბავშვები ბავშვობის გარეშე... გამანადგურებელი ომის უბედური მსხვერპლნი.. მეორე მსოფლიო ომის ფაშისტურმა სისასტიკემ მილიონობით ბავშვს, მოზარდს, ახალგაზრდას, მოხუცს უმწეოს, შშმ პირს გაუგონარი წამებით სიკვდილი მიუსაჯა.. თუ დედამიწაზე არსებობს ჯოჯოხეთი, ეს ჯოჯოხეთი ოსვენციმშია. ეს ადგილი ყველა ადამიანმა უნდა მოინახულოს, რომ გავიგოთ, ვინ ვართ ჩვენ, საიდან მოვდივართ და რა შეუძლია ადამიანის სისასტიკესა და ბოროტებას. ყოველივე ეს საჭიროა იმისათვის, რომ ის, რაც იქ მოხდა, აღარასოდეს განმეორდეს. მადლობა ჩემს ძალიან განათლებულ, ნიჭიერ, გონიერ მოსწავლეებს - ლაშა მხეიძეს, ლანა ქათამაძეს, ნატა დარახველიძეს, ლიზიკო შავაძეს, ლიზი სირაბიძე​ს და ლიკა ცინცაძეს. ჩვენ მშვიდობითა და სიყვარულით უნდა მოვიგოთ ყველა ომი“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ვიდეო ბმულზე:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203