ჩაოს საჯარო სკოლის ორ პედაგოგს უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა
28-01-2022

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაოს საჯარო სკოლაში 2021-2022 წლის მეორე სემესტრი სასიამოვნო სიახლით დაიწყო.

სკოლის ორ პედაგოგს- ლეილა ბარამიძეს და გიული დავითაძეს უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა. 

სკოლის პედაგოგიური კოლექტივი მასწავლებლებს პროფესიულ წინსვლას ულოცავს. 

„ბოლო წლების განმავლობაში, ყველა იმ წარმატებაში, რომელსაც ჩაოს საჯარო სკოლამ მიაღწია, ამ ორი ქალბატონის მიერ შეტანილი წვლილი, ძალიან დიდი იყო.

სასიამოვნოა მათთან თანამშრომლობა და ის ყოველდღიურობა, რომელიც გვაკავშირებს.

პედაგოგიური კოლექტივის სახელით გილოცავთ, ჩვენო ძვირფასო კოლეგებო!

ჯანმრთელობა, წარმატებები, სიმშვიდე, სიხარული და სულიერი მხნეობა გვინდა გისურვოთ.

ჩვენ ერთად, ყველა სირთულეზე და გამოწვევაზე გავიმარჯვებთ. ჩვენ, ერთი დიდი ოჯახი ვართ“,- ნათქვამია მისალოც წერილში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203