თბილისის N23 საჯარო სკოლის მოსწავლე ნინი გველესიანმა საერთაშორისო მუსიკალურ კონკურში I ადგილი დაიკავა
28-01-2022
ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის N23 საჯარო სკოლისთვის ახალი სასწავლო სემესტრი სასიხარულო ამბით დაიწყო.

ნიუ - იორკის საერთაშორისო მუსიკალური კონკურსმა Golden Classical Music Awards - მა თავის გვერდზე 2022 წლის გამარჯვებულები გამოაქვეყნა. გამარჯვებულთა შორის სკოლის X კლასის მოსწავლე ნინი გველესიანი I ადგილს იკავებს.

ნიჭიერმა მოსწავლემ საერთაშორისო კონკურსზე მოპოვებული უდიდესი წარმატების პარარელურად „კარნეგი ჰოლში“ მიწვევა მიიღო.

აღსანიშნავია, რომ ნინი გველესიანის დამრიგებელი მარიამ მუმლაძე გახლავთ.

სკოლისთვის ნინის წარმატება საამაყო და ამავდროულად სიხარულის მომგვრელია.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203