ჩხარის N1 საჯარო სკოლის თეატრალური დასის მორიგი წარმატება
28-01-2022

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხარის N1 საჯარო სკოლაში უკვე მესამე წელია ფუნქციონირებს თეატრალური დასი, რომელმაც არაერთ წარმატებას მიაღწია.

წელს, ჩხარის N1 საჯარო სკოლის თეატრალური დასი სპექტაკლით - „მუნჯი ცოლი“ „მაკ ჯორჯიას“ თეატრალურ ფესტივალში მონაწილეობდა. დასის წევრი ანნა ფართლაძე ფესტივაზე ქალის კომედიური როლის საუკეთესოდ შემსრულებლად დასახელდა. 

სკოლა „მაკ ჯორჯიას“ თეატრალური ფესტივალის ორგანიზებისა და მოსწავლეთა განვითარებაზე ზრუნვისთვის მადლობას უხდის. ანნა ფართლაძეს კი მოპოვებულ წარმატებას ულოცავს. 

„გვსურს სკოლის სახელით მადლობა გადავუხადოთ MAC Georgia -ს გუნდს იმისთვის, რომ ზრუნავენ მოსწავლეების მრავალმხრივ განვითარებაზე, რათა საკუთარი ნიჭი და შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოავლინონ, საშუალებას აძლევენ ჩაერთონ სხვადასხვა პროექტებში, გამოიყენონ სკოლის პერიოდი მაქსიმალურად და მიიღონ არაფორმალური განათლება.

განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ჩხარის თეატრალური დასის რეჟისორს, ბატონ ზურა აბესაძეს გაწეული შრომისათვის.

ასევე გვინდა ჩვენი სკოლის მოსწავლეს, თეატრალური დასის წევრ ანნა ფართლაძეს მივულოცოთ ქალის კომედიური როლის საუკეთესოდ შესრულებისათვის აღებული ნომინაცია და ვუსურვოთ მას უამრავი წარმატება.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა „მაკ ჯორჯიას“, რომ ზრუნავს ჩვენი მოსწავლეების განვითარებისათვის!“,- აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203