ლიხაურის საჯარო სკოლის პედაგოგების ღია გაკვეთილები სახელმძღვანელოში შევიდა
28-01-2022
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურის საჯარო სკოლის პედაგოგებმა - ირმა გორდელაძემ, ნადია ქარდავამ და ხათუნა ცეცხლაძემ კიდევ ერთ დიდ წარმატებას მიაღწიეს.

პროგრამა - „სამოქალაქო განათლება და ტექნოლოგიები ინგლისური ენის გამოყენებით“ (CTEL) ფარგლებში გამოქვეყნდა სახელმძღვანელო, რომელშიც დაბეჭდილია პროგრამაში ჩართული რეგიონებისა და სკოლების მასწავლებელთა მიერ ჩატარებული საუკეთესო ღია გაკვეთილები.

სკოლის პედაგოგების - ირმა გორდელაძის, ნადია ქარდავასა და ხათუნა ცეცხლაძის ერთ-ერთი წარმატებული გაკვეთილის ბეჭდური ვერსია სწორედ ზემო აღნიშნულ სახელმძღვანელოში შევიდა. 

პროგრამას ახორციელებს ორგანიზაცია PH International-ის საქართველოს ოფისი „ჯორჯთაუნის უნივერსიტეტთან“ თანამშრომლობითა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით.

პროგრამა ითვალისწინებს ინგლისური ენის, სამოქალაქო განათლებისა და ისტ-ის ინტეგრირებულ სწავლებას სკოლაში. პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს სკოლებში ინტეგრირებული გაკვეთილების ჩატარების პრაქტიკის დანერგვა-გაუმჯობესებას.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203