ლიხაურის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად უნიკალური წიგნები გადაეცა
28-01-2022
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი გამდიდრდა.

სკოლის ბიბლიოთეკას 1200 ცალი წიგნი საჩუქრად მამა იოსებმა გადასცა. წიგნები უნიკალურ გამოცემებს - ისტორიას, ხელოვნებას, ლიტერატურას, გეოგრაფიას, სოფლის მეურნეობას, ანტიკური პერიოდის ავტორებს, „ქართლის ცხოვრებას", ქართველი და უცხოელი კლასიკოსებს მოიცავს.

ამ უდიდეს საგანძურს მამა იოსები წლების განმავლობაში აგროვებდა და ახლა, მომავალ თაობებს გადასცა.

სკოლა დიდ მადლობას უხდის მამა იოსებს ძვირფასი და უნიკალური საჩუქრისთვის და აღნიშნავს, რომ სკოლის ბიბლიოთეკა კიდევ ბევრ ახალგაზრდას გაზრდის.

​იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203