ტახტისძირის საჯარო სკოლის პედაგოგები ტრენინგკურსის წარმატებით გავლისთვის სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ
28-01-2022
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიული განვითარებისთვის თავდაუზოგავად შრომობენ.
მასწავლებლებმა - ნონა მინდიაშვილმა და ნელი ბეჟანიშვილმა USAID-ის „საბაზისო განათლების პროგრამა“ პროექტის - მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების ფარგლებში ლიდერი მასწავლებლის ტრენინგკურსი წარმატებით გაიარეს და სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.
ტახტისძირის საჯარო სკოლა პედაგოგებს ულოცავს ამ წარმატებას და კიდევ მეტ წინსვლას უსურვებს.