ხონის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის კლუბი ჩამოყალიბდება
28-01-2022

ხონის №1 საჯარო სკოლა ერთ-ერთია იმ ოცდაათი სკოლიდან სადაც ხელოვნური ინტელექტის კლუბი შეიქმნება. 

პროექტი, რომელსაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ახორციელებს, სკოლებში ხელოვნური ინტელექტის კლუბების შექმნას ითვალისწინებს. 

პროექტის ფარგლებში სკოლას გადაეცემა არდუინოს გამოყენებით შექმნილი სამი Gismo რობოტი, რომელთა მოდელი MIT Media Lab-მა არდუინოს გამოყენებით შეიმუშავა. ამ რობოტებს ხელოვნური ინტელექტის კლუბები ალგორითმების პრაქტიკული შესწავლისთვის გამოიყენებენ. სკოლებში AI კლუბები 6 თვის განმავლობაში იმუშავებენ 10-20 მოსწავლის მონაწილეობით. კლუბი გათვლილია 8-12 კლასის სკოლის მოსწავლეებისთვის.

პროექტის ფინალურ ეტაპზე მონაწილე სკოლებისთვის გაიმართება შეჯიბრება, რომელშიც მოსწავლეები გამოიყენებენ ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მიღებულ ცოდნას.

პროექტს სკოლაში პედაგოგი გიორგი ხალიჩავა უხელმძღვანელებს. 

„პროექტში ჩართული 30 სკოლიდან, ჩვენი, მოსე ხონელის სახელობის ხონის №1 საჯარო სკოლა ერთ-ერთია. გმადლობთ გიორგი ხალიჩავა ჩვენს სკოლაში ამ პროექტის მხარდაჭერისათვის, პროექტის ხელმძღვანელობაც თქვენზეა“,- აღნიშნულია სკოლის გავრცელებულ წერილში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203