ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის წარმატება საერთაშორისო კონფერენციაზე
28-01-2022
ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები სხვადასხვა კონფერენციებსა თუ პროექტებში ყოველთვის აქტიურად და ამავდროულად, დიდი წარმატებით მონაწილეობენ.

ამჯერად, I-Fest Project Competition -ზე - მოსწავლეთა ყველაზე დიდი კონფერენციაზე, სკოლიდან წარდგენილმა ორმა თემამ ოქროს მედლები დაიმსახურა.

აღნიშნულ სასიხარულო ფაქტთან დაკავშირებით სკოლა დეტალურ ინფორმაციას სოციალური ქსელის მეშვეობით ავრცელებს.

„I-Fest Project Competition-ზე ჩვენი სკოლის ორივე თემამ ოქროს მედლები დაიმსახურა, ხოლო ერთი მათგანი წარდგენილ 450 თემას შორის, საუკეთესო ათეულში მოხვდა. ამ წარმატებამ ჩვენს სკოლას მუდმივი წარმომადგენლის სტატუსი მოუპოვა. I-Fest Project Competition მოსწავლეთა ყველაზე დიდი კონფერენციაა, აფრიკის კონტინენტზე და ყოველწლიურად ტუნისში იმართება. ამიერიდან, ჩვენი სკოლის მოსწავლეები ყოველ წელს მიიღებენ მასში მონაწილეობას“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203