დიდი დმანისის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა, კომპლექსური დავალების ფარგლებში, დიორამები შექმნეს
28-01-2022
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი დმანისის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ყოველთვის საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო გარემოს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლის მეორე კლასის მოსწავლეებმა ქართულ ენასა და ლიტერატურაში, თემაზე - „ოთხი სურვილი, წელიწადის დროები“, კომპლექსური დავალება შეასრულეს. ნიჭიერმა მოსწავლეებმა დიორამები შექმნეს.
მეორეკლასელების პედაგოგი მაია მთვარაძეა, რომელიც მოსწავლეთა განვითარებაზე ყოველდღიურად ზრუნავს.
აღსანიშნავია, რომ საგაკვეთილო პროცესში პატარა მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ.