შაუმიანის N1 საჯარო სკოლის 3 პედაგოგს უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა
28-01-2022

მარნეულის მუნიციპალიტეტის შაუმიანის N1 საჯარო სკოლის პედაგოგებს - ნელი მირაქიანს, არმაიდა ტარანიანსა და რუსუდან ქობლიანიძეს უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ. 

სკოლის დირექცია მასწავლებლებს პროფესიულ წინსვლას ულოცავს. 

„ჩვენი სკოლის პედაგოგებს: ნელი მირაქიანს, არმაიდა ტარანიანს და რუსუდან ქობლიანიძეს​ ვულოცავთ უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებას! წინსვლას და წარმატებას ვუსურვებთ!“,- აღნიშნულია მისალოც წერილში. ​

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. პედაგოგს სქემა საშუალებას აძლევს, სტატუსი აიმაღლოს და უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203