დიდი დმანისის საჯარო სკოლის მეორეკლასელთა საინტერესო კომპლექსური დავალება - მოსწავლეებმა გეომეტრიული ფიგურების გამოყენებით ტანგრამი შექმნეს
28-01-2022
დმანისის მუნიციპალიტეტის დიდი დმანისის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მუდამ საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო პროცესს სთავაზობენ.
ამჯერად, პედაგოგმა მაია მთვარაძემ მეორე კლასის ნიჭიერ მოსწავლეებს მათემატიკაში თემაზე - „გეომეტრიული ფიგურები“ საინტერესო კომპლექსური დავალება - „ტანგრამის შექმნა გეომეტრიული ფიგურების გამოყენებით“ შესთავაზა, რაშიც ბავშვები დიდი ინტერესით ჩაერთნენ.
სასწავლო პროცესში ბავშვები აქტიურად მონაწილეობდნენ და ამ საინტერესო კომპლექსური დავალების საშუალებით მათემატიკაში ცოდნა კიდევ უფრო მეტად გაიღრმავეს.