კერძო სკოლა „ანაბასისის“ მოსწავლეები ვიდეოკონფერენციაში მონაწილეობდნენ
27-01-2022
ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისი“ გლობალური ონლაინ პროექტის - „გაკვეთილი საზღვრების გარეშე“ აქტივობებში აქტიურად არის ჩართული.
20 იანვარს, მე-7 კლასელები, ინგლისურის პადაგოგ ნანა ფერაძესთან ერთად, ვიდეოკონფერენციაში მონაწილეობდნენ. კონფერენციის თემატიკა - „ახალი წლის ტრადიციები ჩემს ქვეყანაში“ იყო.
მოსწავლეებმა მოისმინეს ვიეტნამელი და ინდოელი თანატოლების ქვეყნებში როგორ ხვდებიან ახალ წელს, ხოლო ქართულ საახალწლო ტრადიციებზე საინტერესო პრეზენტაციები - ელენე შალამბერიძემ, რევაზ კიკნაძემ და დავით გიგაშვილმა წარადგინეს.
მოსწავლეებისთვის პროექტში ჩართულობა შესანიშნავ შესაძლებლობას წარმოადგენს, რათა გამოცდილება მიიღონ, უცხოელ თანატოლებთან საერთაშორისო ენაზე იურთიერთონ და მსოფლიო კულტურა შეისწავლონ.
„მადლობა ინგლისურის პედაგოგ, ნანა ფერაძეს და მოსწავლეებს აქტიური ჩართულობისთვის!“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს