ბალდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქველმოქმედო ინტელექტუალურ შეჯიბრში გაიმარჯვეს
27-01-2022

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქველმოქმედო ინტელექტუალურ შეჯიბრში გაიმარჯვეს. 

ინტელექტუალური შეჯიბრი - „რა? სად? როდის?“ 21 იანვარს მარტვილის N1 საჯარო სკოლაში გაიმართა.

პროექტში კერძო სკოლა „სხივი“, მარტვილის N2, სალხინოს, ბალდის და გაჭედილის საჯარო სკოლები მონაწილეობდნენ.

ღონისძიება ​კოვიდრეგულაციების სრული დაცვით გაიმართა.

შეჯიბრი 3 სკოლას შორის თანაბარი ანგარიშით წარიმართა, რის გამოც მონაწილეებს დამატებით სარეზერვო კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწიათ. 

საბოლოოდ, გამარჯვება მოიპოვა ბალდის საჯარო სკოლამ.

აღსანიშნავია, რომ ბალდის საჯარო სკოლის დირექტორის ქეთევან ბაჩილავას თქმით, სკოლაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში უწყვეტად მიმდინარეობს. ონლაინ სწავლებაზე არცერთი მოსწავლე არ იმყოფება. ამასთან, სკოლაში რეგულაციებს ზედმიწევნით იცავენ.

საქველმოქმედო ინტელექტუალურ შეჯიბრი -  „რა? სად? როდის?“ მარტვილის ახალგაზრდული ჯგუფის ორგანიზებით გაიმართა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203