ქუთაისის N33 საჯარო სკოლაში ფეხბურთში შიდასასკოლო ჩემპიონატი გაიმართა
27-01-2022
ქუთაისის N33 საჯარო სკოლაში, მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით, სხვადასხვა სპორტული აქტივობები ხშირად იმართება.
სკოლაში ამჯერად ფეხბურთში შიდასასკოლო ჩემპიონატი ჩატარდა, სადაც VI და VII კლასის ვაჟთა და გოგონათა გუნდები მონაწილეობდნენ.
მოსწავლეები შეჯიბრში დიდი ხალისით ჩაერთნენ, იაქტიურეს და საკუთარი შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
ადმინისტრაციამ I, II და III ადგილზე გასული გოგონათა და ვაჟთა გუნდები დააჯილდოვა. აღსანიშნავია, რომ მოზარდებში სპორტით დაინტერესება იზრდება, რაც სკოლისთვის დამატებით სასიხარულო ფაქტია.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს