„საგზაო მოძრაობის წესები“​ - შაშიანის საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო კომპლექსური დავალება
27-01-2022

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანის საჯარო სკოლაში წარმატებით ინერგება მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა, რომლის ერთ-ერთი კომპონენტი კომპლექსური დავალებებია. მოსწავლეები და მასწავლებლები კომპლექსურ დავალებებს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან. 

ამჯერადაც, VII კლასის მოსწავლეებმა მოქალაქეობის შესწავლისას საინტერესო კომპლექსური დავალება შეასრულეს. დავალების თემა იყო - „საგზაო მოძრაობის წესები“. 

მეშვიდეკლასელებმა, კომპლექსური დავალების ფარგლებში, მაკეტები, კომიქსები შექმნეს და სხვა საინტერესო ნამუშევრები შექმნეს. 

მოსწავლეებმა დავალებას წარმატებით გაართვეს თავი და საგნის ცოდნა წარმოაჩინეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203