ცუცხვათის საჯარო სკოლაში ხელოვნური ინტელექტის კლუბი შეიქმნება
27-01-2022

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ცუცხვათის საჯარო სკოლა ერთ-ერთია იმ ოცდაათი სკოლიდან, სადაც ხელოვნური ინტელექტის კლუბი შეიქმნება.

პროექტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ამერიკის საელჩოს დემოკრატიის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში ახორციელებს. პროექტი ითვალისწინებს თითოეული სკოლისათვის სამი რობოტის გადაცემას, რომელთა დაპროგრამებაზეც საშუალო საფეხურის მოსწავლეები იმუშავებენ.

აღნიშნული პროექტი მართალია, ერთ წელზეა გათვლილი, თუმცა კლუბი შემდგომაც განაგრძობს ფუნქციონირებას.

აღსანიშნავია, რომ ხელოვნური ინტელექტის კლუბს ფიზიკის მასწავლებელი, თეა ღვინიანიძე უხელმძღვანელებს.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203