ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი მიმდინარეობს
27-01-2022
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლაში დირექტორის, მაია ხუნაშვილის აქტიური ჩართულობითა და სამოქალაქო განათლების პედაგოგის, მანანა ალადაშვილის ხელმძღვანელობით პროექტი -  „სკოლები, როგორც სოციალური მოდელი - გაუმჯობესებული წვდომა ყველა სკოლის მოსწავლისა და ახალგაზრდისთვის ინკლუზიურ და ხარისხიან განათლებაზე“ მიმდინარეობს.

პროექტის ავტორი საქართველოს დებატებისა და განათლების ინსიტიტუტი - GIDE გახლავთ, რომელმაც პირისპირ შეხვედრები და პროექტის - „სკოლები, როგორც სოციალური მოდელი - გაუმჯობესებული წვდომა ყველა სკოლის მოსწავლისა და ახალგაზრდისთვის ინკლუზიურ და ხარისხიან განათლებაზე“, პრეზენტაცია კახეთის რეგიონის ყველა იმ შერჩეულ სკოლაში დაიწყო, რომლებმაც მათი კონკურსი წარმატებით გაიარეს.

აღსანიშნავია, რომ პირველი შეხვედრა სწორედ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლაში შედგა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203