თბილისის N208 სკოლის მოსწავლეებმა ციფრული ტექნოლოგიებით გაცოცხლებული წარმოდგენა ნახეს
27-01-2022
თბილისის N208 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი და მათთვის საინტერესო ღონისძიებები ხშირად ეწყობა. სკოლის მოსწავლეებისთვის ამჯერად გასვლითი და შემეცნებითი აქტივობა გაიმართა.
მე-4დ კლასის მოსწავლეები თბილისის ციფრულ მუზეუმში იმყოფებოდნენ; ბავშვებმა ციფრული ტექნოლოგიებით გაცოცხლებული და განათებული კოსმოსური სივრცე და წყალქვეშა სამყარო იხილეს; ასევე, წარმოდგენილი იყო 15-წუთიანი მოკლემეტრაჟიანი ფილმი ვაჟა ფშაველას - „ხმელი ფოთოლი“, რომელიც სპეციალურად უახლესი ტექნოლოგიით Screen X ეკრანისათვის შეიქმნა.
ციფრული ტექნოლოგიებით გაცოცხლებულმა წარმოდგენამ მოსწავლეებზე დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინა და ბავშვების დიდი მოწონებაც დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ აქტივობა პედაგოგის, თამარ გურულის ხელმძღვანელობით შედგა.