წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა შექმნილი ჩანახატები და ზღაპრები ავთენტური ნაშრომების კრებულში შევიდა
27-01-2022
მამუკა სამაკაშვილის სახელობის წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ლიტერატურულ კონკურსში წარმატება მოიპოვეს.
მე-3ბ კლასის მოსწავლის ანასტასია ელიავას (კლასის ხელმძღვანელი მზია სილაგაძე), მე-4ა კლასის მოსწავლეების - მათე მუშკუდიანის, მარიამ ჯანელიძის და ანა ლობჟანიძის (კლასის ხელმძღვანელი ნუკრი ნოსელიძე) და მე-4გ კლასელის, მარიამ ჯიშკარიანის (დამრიგებელი ნათია ჯანიაშვილი) შექმნილი ჩანახატები და ზღაპრები, USAID-ის საბაზისო პროგრამის ფარგლებში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტრენერთა გუნდის მიერ მომზადებულ კრებულში შევიდა.
კრებული მოსწავლეთა ავთენტური ნაშრომებისაგან შედგება.
სკოლა ამაყობს ნორჩი მოსწავლეების წარმატებით.
„ვულოცავთ მათ, მათ მშობლებსა და დამრიგებლებს. ვუსურვებთ შემოქმედებით წინსვლასა წარმატებებს“, - წერია მისალოც წერილში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს