მეძიბნის საჯარო სკოლაში რეგულაციებს სრულად იცავენ
26-01-2022

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მეძიბნის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წლის II სემესტრი 17 იანვარს საკლასო ოთახებში, რეგულაციების დაცვით, განახლდა. 

სკოლის დირექცია სასწავლო პროცესის უსაფრთხო გარემოში წასამართად ყველაფერს აკეთებს. სკოლაში სრულად დაცულია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები.

„სკოლა სრულად მზადაა სასწავლო წლის გაგრძელებისათვის. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დროულად მოამარაგა COVID-19-ის საწინააღმდეგო ხსნარებით.

სკოლის თანამშრომლები, მოსწავლეები და მათი მშობლებიც გაგებით ეკიდებიან ქვეყანაში არსებულ მძიმე ეპიდვითარებას და ზედმიწევნით იცავენ რეგულაციებს“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203