დიდი დმანისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, კომპლექსური დავალების ფარგლებში, მზის სისტემის მოდელი შექმნეს
26-01-2022
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი დმანისის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.

სკოლის წამყვანმა პედაგოგმა, ხათუნა ოქრიაშვილმა ნიჭიერ და მონდომებულ მე-3 კლასელებს ბუნების შესწავლისას საინტერესო კომპლექსური დავალება შესთავაზა. 

დავალების თემა - მზის სისტემის პლანეტები გახლდათ. 

მესამეკლასელებმა გაკვეთილის დასკვნითი ნაწილი ორიგინალური ნამუშევრების პრეზენტაციით შეაჯამეს.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები საგაკვეთილო პროცესში დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ.

იხილეთ ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203