AdvancED აკრედიტაციის მქონე ამერიკული საერთაშორისო სკოლა-კოლეჯი „პროგრესი“ მოსწავლეებს უნივერსიტეტში ჩარიცხვისთვის მოსამზადებელ AP პროგრამას სთავაზობს
25-01-2022

ამერიკული საერთაშორისო სკოლა-კოლეჯი „პროგრესი“ მოსწავლეებს უნივერსიტეტებში ჩარიცხვისთვის მოსამზადებელ პროგრამას Advanced Placement-ს სთავაზობს. 

2019 წელს სკოლა „პროგრესის“ სამივე ფილიალმა მიიღო AdvancED ამერიკული აკრედიტაცია - რატიფიცირებული AdvancED Global Comission-ს მიერ. შესაბამისად, სკოლას აქვს შესაძლებლობა განახორციელოს სწავლება, რომელიც მოიცავს კოლეჯის მიერ აღიარებულ კრედიტებს. ყოველივე ეს ანიჭებს „პროგრესს“ ოფიციალურ უფლებამოსილებას ასწავლოს ინტეგრირებულად ორმაგი სტანდარტითა და კურიკულუმით და გასცეს ამერიკული უმაღლესი სკოლის ატესტატი/დიპლომი საქართველოში!

Advanced Placement (AP) კი წარმოადგენს უნივერსიტეტებში ჩარიცხვისთვის მოსამზადებელ ერთ-ერთ პროგრამას, ის გამიზნულია მაღალი კლასების მოსწავლეთათვის. მოსწავლეს, რომელიც სწავლობს Advanced Placement პროგრამით, შესაძლებლობა ეძლევა უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვამდე გაიაროს პირველი ორი სემესტრის მასალა:

  • AP ისტორია,
  • AP კალკულუსი
  • AP ფიზიკა
  • AP ქიმია
  • AP მიკროეკონომიკა და ა.შ
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203