წყალტუბოს N1 სკოლის პედაგოგები - თამილა თუთბერიძე და თეა ბობოხიძე ბავშვთა უფლებების შესახებ გამართულ ტრენინგში მონაწილეობდნენ
25-01-2022
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგები - თამილა თუთბერიძე და თეა ბობოხიძე ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ, სადაც unicef-ის მხარდაჭერით ბავშვთა უფლებების ცენტრში ტრენინგი ჩატარდა.
ტრენინგი სასკოლო პროექტების კონკურსს - „ინკლუზიური და ბავშვის უფლებებზე ორიენტირებული ცოდნის დამოკიდებულებისა და პრაქტიკის დანერგვას“ შეეხებოდა და იგი 24 იანვარს გაიმართა.
ტრენინგი ამავე უნივერსიტეტის ლექტორებმა - ნატო გულუამ და შორენა ტყემალაძემ ჩაატარეს. დამსწრე მასწავლებლებს მათ საინტერესო და ამომწურავი ინფორმაციები მიაწოდეს.