ქვედა სიმონეთის N1 საჯარო სკოლაში რეგულაციებს ზედმიწევნით იცავენ
25-01-2022

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთის N1 საჯარო სკოლამ 2021-2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრი დასწრებითი ფორმატით დაიწყო. სკოლაში რეგულაციებს ზედმიწევნით იცავენ. 

სკოლის დირექტორის მ/შ ნათია აბულაძის თქმით, ამჟამად ონლაინ სწავლებაზე რამდენიმე მოსწავლე იმყოფება. ასევე დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა ერთი კლასი. მათ ონლაინ-გაკვეთილები შეუფერხებლად უტარდებათ. 

„სკოლის ყველა თანამშრომელი ჯანმრთელად არის, გადიან გეგმიურ ტესტირებას. გვაქვს ყველა საჭირო პირობა, რასაც რეგულაციები ითვალისწინებს. ონლაინ სწავლაზე რამდენიმე მოსწავლე გვყავს. მათ შეუფერხებლად ვუტარებთ ონლაინ გაკვეთილებს. ინფიცირების ერთი შემთხვევის გამო, დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა ერთი კლასი. მშვიდობას და ჯანმრთელობას გისურვებთ თქვენ და სრულიად საქართველოს“, - აღნიშნავს ნათია აბულაძე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203