ზღაპრული სადღესასწაულო სანახაობა მუხროვანის საჯარო სკოლაში
25-01-2022
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხროვანის საჯარო სკოლის მოსწავლეები ახალ წელს ფერად, ციმციმა და კოხტა ნაძვის ხესთან ერთად შეხვდნენ.

ახალი წლის აღსანიშნავად, სკოლაში საინტერესო ღონისძიება გაიმართა, რომელშიც სკოლის ყველა მოსწავლე და პედაგოგი მონაწილეობდა.

ღონისძიების ფარგლებში იმღერეს, იცეკვეს, წაიკითხეს ლექსები და პატარა, ნიჭიერმა მოსწავლეებმა სხვადასხვა ზღაპრის გმირები გააცოცხლეს. ღონისძიების ბოლოს კი პატარებს თოვლის ბაბუამ საჩუქრები გადასცა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203