ვანის N2 საჯარო სკოლის პედაგოგ ქეთევან ძაგნიძეს მადლობის სიგელი გადაეცა
25-01-2022
გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ვანის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელს, ქეთევან ძაგნიძეს პროგრამა - eTwinningPlus-ის პროექტ Media literacy and a digital generation-ში წარმატებული მუშაობისთვის მადლობის სიგელი გადაეცა.

პროექტ Media literacy and a digital generation- ის დამფუძნებელმა სკოლის დირექტორ თეონა ადეიშვილს პედაგოგისა და მოსწავლეების ჩართულობასთან დაკავშირებით წერილი მისწერა:

„მოგესალმებით ქალბატონო თეონა, მე ვარ პროგრამა eTwinningPlus-ში ჩართული და პროექტ - Media literacy and a digital generation- ის დამფუძნებელი; როგორც მოგეხსენებათ არაფორმალური განათლება მოსწავლეთა განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია. თქვენი მასწავლებელი ქეთევან ძაგნიძე და მისი მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული პროექტში. სამი თვის განმავლობაში წარმატებით იმუშავეს სხვადასხვა აქტივობებზე. შევძელით მოსწავლეებში სხვადასხვა უნარ-ჩვევების განვითარება. კერძოდ: მედიაწიგნიერების კომპეტენციის განვითარება; ციფრული ტექნოლოგიების მიზნობრივად გამოყენების უნარ-ჩვევის განვითარება; ახალი ინფორმაციის გათვალისწინებით საკუთარი მოსაზრებების შეცვლა; ეფექტური კომუნიკაციის უნარის განვითარების ხელშეწყობა“, - აღნიშნულია წერილში.

აღსანიშნავია, რომ პროექტი ხარისხის ნიშანზეა წარდგენილი.

სკოლის დირექცია ქეთევან ძაგნიძესა და მის მოსწავლეებს წარმატებას უსურვებს. 

„წარმატება გვინდა ვუსურვოთ ჩვენს პედაგოგს და ბავშვებს; ასეთი თბილი წერილის შემდეგ რთულია ბევრი ისაუბრო... უნდა იამაყო მხოლოდ“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...