სკოლები გააგრძელებენ მუშაობას - მთავრობის გადაწყვეტილება
25-01-2022
უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო ქვეყანაში მაღალი ინფიცირების მიუხედავად რეგულაციებს არ ამკაცრებს. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, არც სკოლებთან დაკავშირებით იგეგმება ამ ეტაპზე დამატებითი შეზღუდვები.
„სკოლებთან დაკავშირებით განათლების სამინისტრო კვლავაც გამოხატავს მაქსიმალურ მზაობას და ჩვენც ამ მზაობას ბუნებრივია, ვადასტურებთ, რადგან მათ აქვთ მექანიზმები როგორც ონლაინ რეჟიმზე გადასვლის, ასევე ადგილზე სწავლების გაგრძელების. ჯერჯერობით გასული კვირის ანალიზი მიუთითებს, რომ სკოლებმა სწრაფად მოახერხეს ადაპტირება. რამდენიმე სკოლა გადავიდა სრულად დისტანციურ სწავლებაზე, ნაწილი რჩება ჰიბრიდულ მოდელზე, ამდენად სკოლები გააგრძელებენ მუშაობას ასეთი შერეული ფორმით“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
„პატრიარქი საუბრობდა, რომ მშობელი შვილის განათლებით უნდა ინტერესდებოდეს“... - აქცია სრულიად საქართველოს ოჯახებისთვის izrune.ge-ზე ილია II-ს ხსოვნის პატივსაცემად
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„...აღზრდა-განათლება ოჯახებში იწყებაო, მუდმივად ამ მიმართულებით საქმიანობისკენ მიბიძგებდა, ამიტომაც „ეტალონის“ პროექტების დიდი მხარდამჭერი იყო ყოველთვის...“
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203