ზღაპრული სადღესასწაულო სანახაობა ხულგუმოს საჯარო სკოლაში
24-01-2022

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულგუმოს საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ ანნა პეტროსიანთან ერთად, ახალი წელი ძველი კალენდრით, 13 იანვარს აღნიშნეს.

სადღესასწაულოდ მორთულ საკლასო ოთახში მოსწავლეებმა ზღაპრისა და მულტფილმის გმირების როლები მოირგეს. მეოთხეკლასელებმა ასევე თოვლის პაპას მისწერეს წერილები. თოვლის პაპამ მოსწავლეთა წერილები წაიკითხა, მათ ახალი წელი მიულოცა და საჩუქრები დაურიგა. 

​აღსანიშნავია, რომ პანდემიის მიუხედავად, სკოლაში მოსწავლეთა ჯადოსნურ სადღესასწაულო განწყობაზე იზრუნეს და ამ მიზნით სხვადასხვა საზეიმო აქტივობები შესთავაზეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203