თელის საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლეებმა საგნობრივ ოლიმპიადაში წარმატებას მიაღწიეს
24-01-2022

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თელის საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლეებმა „კინგსის“ ოლიმპიადაში წარმატებით იასპარეზეს.

მოსწავლეები - გიორგი აბრამიშვილი, ლიზი ლომიძე და სალომე ლაცაბიძე სხვადასხვა საგნობრივი ოლიმპიადის - ქართულის, მათემატიკის, „ჩვენი საქართველოს“ და ინგლისური ენის, ფინალის გამარჯვებულები არიან. 

წარმატებული მოსწავლეები დიპლომებით დაჯილდოვდნენ.

სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და მათ წინსვლას უსურვებენ. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203