გელაურის საჯარო სკოლის პედაგოგ ნუნუ ღორჯომელაძეს უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა
21-01-2022
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ გელაურის საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.
ამჯერად, სკოლის რუსული ენის პედაგოგს, ნუნუ ღორჯომელაძეს უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა.
სკოლის პედაგოგიური კოლექტივი ნუნუ ღორჯომელაძეს ულოცავს უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებას და კარიერულ წინსვლაში შემდგომ წარმატებას უსურვებს.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს