„ასეთი მარიამი გვყავს სკოლის ბრილიანტი“- როდინაულის საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ ხოხიაშვილი საინტერესო პროექტის ფინალისტია
21-01-2022

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ როდინაულის საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე მარიამ ხოხიაშვილი პროექტის - „ინტერაქტიული წიგნების ბიბლიოთეკა“ ფინალისტია. მოსწავლე 4 საუკეთესოს შორის მოხვდა. 

მოსწავლეთა კონკურსის მონაწილეებმა, მსოფლიო ლიტერატურის ავტორების, მათი ნაწარმოებების ან პერსონაჟების ქართულენოვანი ჩეთბოტები შექმნეს. 

მარიამ ხოხიაშვილმა დათა თუთაშხიას ენობრივ ასლზე იმუშავა.

ოთხ საუკეთესოს პროექტის ჟიური შეაფასებს და გამარჯვებულს გამოავლენს.

სკოლაში მოსწავლის წარმატებით ამაყობენ. სკოლის დირექტორი ნინო გოცაძე მარიამს წინსვლას უსურვებს.

„აი ასეთი მარიამი გვყავს ჩვენ, სკოლის ბრილიანტი. წარმატებები, ჩემო ლამაზო და ნიჭიერო გოგო“,- წერს სკოლის დირექტორი ნინო გოცაძე სოციალურ ქსელში. 

პროექტს - „ინტერაქტიული წიგნების ბიბლიოთეკა“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და „ანიმა ჩეთბოტიქსი“ ერთობლივად ახორციელებს. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203