ტყიბულის N2 საჯარო სკოლის ეკოკლუბ „ერას“ წევრებმა გარემოსდაცვითი აქტივობა განახორციელეს
21-01-2022

ტყიბულის N2 საჯარო სკოლის ეკოკლუბ „ერას“ წევრებმა გარემოსდაცვითი აქტივობა განახორციელეს. 

19 იანვარს, ეკოკლუბის წევრები ტყიბულის მიმდებარე ტყეში იმყოფებოდნენ და ტყის ცხოველებისთვის საკვები პროდუქტები დაალაგეს. ასევე, შესაძლებლობის ფარგლებში, თოვლისგან დამძიმებული ხეები დაფერთხეს და მოინახულეს მშენებარე წყალგამწმენდი ნაგებობა, რომელიც სულ მალე ტყიბულის მოსახლეობას სუფთა წყალს მიაწოდებს.

აღსანიშნავია, რომ ეკოკლუბი „ერა“ არაერთ საინტერესო ეკოპროექტს ახორციელებს და გარემოსდავით აქტივობაში მონაწილეობს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203