„დაიცავი შენი და სხვისი ჯანმრთელობა“ - ამბროლაურის N1 სკოლის მესამეკლასელებმა თანატოლებისთვის ვიდეომიმართვა ჩაწერეს
21-01-2022

ამბროლაურის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეები ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას დიდი ყურადღება ექცევა. სწორედ ამ მიზნით, პედაგოგები მოსწავლეებს არაერთ საინტერესო აქტივობას სთავაზობენ. 

ამჯერად, სასკოლო პროექტთან დაკავშირებით, სადამრიგებლო პროგრამის ფარგლებში, მესამეკლასელები (დამრიგებელი ი. ჩაჩანიძე) სკოლის ექიმს შეხვდნენ. ექიმი მოსწავლეებს პირადი ჰიგიენის პრაქტიკული წესებისა და ვირუსისგან თავდაცვის გზების შესახებ ესაუბრა. 

„სასკოლო თემში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და დამკვიდრება გულისხმობს მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების ჩვევების ჩამოყალიბებას. ამ მიზნით სკოლაში სხვადასხვა აქტივობა ხორციელდება.

დღესაც, XXI საუკუნეში, ადამიანებს კიდევ ერთხელ მოუხდათ იმის აღიარება, რომ ზოგიერთი გადამდები დაავადების საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალება ჰიგიენის წესების დაცვაა, თუნდაც ხელების ხშირი და სწორად დაბანა. როგორ დავიცვათ თავი განსაკუთრებით პანდემიის პირობებში? სწორედ, ამის შესახებ ესაუბრა ექიმი ბავშვებს“,- აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

შეხვედრის შემდეგ მესამეკლასელებმა თანატოლებისთვის ვიდეომიმართვა ჩაწერეს.

იხილეთ ვიდეო ბმულზე

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203